LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამრჩა 5 კვლევა და 2 მცირე ოპერაცია, წარმოუდგენელი სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინეთ ჩემ მიმართ, ცხოვრების უდიდეს სტიმულს მაძლევთ და მაძლიერებთ“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს

196
მარტა ბარამიძე

პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მარტა ბარამიძე, რომელსაც თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„როგორ გითხრათ მადლობა, არ ვიცი! ზოგადი დათვალიერებით კარგი შედეგია, ფეხზე დავდექი და მივყვები ექიმების რეკომენდაციებს, თქვენი იმედი მაქვს“ – მარტა ბარამიძე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

როგორც მარტა ბარამიძე აღნიშნავს, მას 5 კვლევა და 2 მცირე ოპერაცია დარჩა გასაკეთებელი. ხოლო ჩატარებული პროცედურების თანხა საზოგადოების დახმარებით სრულად დაფარა.

„სალამი მეგობრებო, საოცარო ადამიანებო, ვინც, აი, წარმოუდგენელი სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინეთ ჩემ მიმართ, არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ცხოვრების უდიდეს სტიმულს მაძლევთ და მაძლიერებთ.

ხშირად ვერ შემოვდივარ სოციალურ ქსელებში წერილების წასაკითხად, ცოტას მოვძლიერდები და სათითაოდ გიპასუხებთ ყველას.

რა პროცედურებიც გამიკეთდა, თანხა სრულად დავფარე თქვენი წყალობით.

დამრჩა სულ 5 კვლევა გასაკეთებელი ავერსის კლინიკაში და 2 მცირე ოპერაცია, რომელიც არ არის საშიში და მარტივად კეთდება ტექნოლოგიების დახმარებით.

ბევრმა მთხოვა ხელახლა დავურთო ანგარიშის ნომერი, ისე მერიდება, არ ვიცი როგორ ვთქვა, აი ცხოვრებაში რომ ის სიტუაციაა, რაღაც მოულოდნელად როცა ხდება და სრულ ბურუსში ხარ, სადაც გზა არ ჩანს, მაგრამ უცებ უამრავი დახმარების ხელი ჩნდება გამოწვდენილი. არ ვიცი, რით დავიმსახურე თქვენი ასეთი გულითადი სიყვარული…

თბს ბანკი: GE08TB7102445061100081

საქართველოს ბანკი: GE88BG0000000184031700 “, – წერს მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში.

სალამი მეგობრებო🫶🏼🙏🏻საოცარო ადამიანებო,ვინც აი წარმოუდგენელი სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინეთ ჩემს მიმართ,არამხოლოდ…

Posted by Marta Baramidze on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g