ბოლო პერიოდის განმავლობაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 19 წლის ქალიშვილი, შაილო არაერთხელ გადაიღეს ქეონ როუზისთან, რომელიც უკვე წლებია საცეკვაო სკოლაში, მისი ჯგუფელია. მედიაში აქტიურად წერენ, რომ გოგონები შეყვარებულები არიან. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ შაილო მეგობარ გოგონასთან საცხოვრებლად გადავიდა.
ინსაიდერი აცხადებს, რომ ანჯელინა ქალიშვილის არჩევანითა და ქცევით განადგურებულია, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს შვილის არჩევანს პატივი სცეს.
შეგახსენებთ, ვარსკვლავური წყვილის პირველი ბიოლოგიური შვილი ბავშვობიდან ბიჭურ სამოსს იცვამდა და არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ მას სქესის შეცვლა სურდა.
შაილო შეყვარებულია – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 19 წლის ქალიშვილის უახლესი გამოჩენა





