LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შარშან ლილიანა საიმიჯო კლიპში გადაიღო და ხელიდან არ უშვებდა, ასეთი საყვარელი რანაირად არისო… დედამიწაზე ყველა პატარას გულის გამხარებელი იყავი და ახლაც ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენს პატარებს“, – ლიკა ბაკურია ბარბარე ბეჭვაიაზე

329
ბარბარე ბეჭვაია

ბარბარე ბეჭვაიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. სოციალურ ქსელში უამრავი ემოციური პოსტი ვრცელდება ბარბარეზე, სადაც მისი მეგობრები თუ ახლობლები მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ. 

ერთ-ერთ ასეთ ისტორიას ბარბარეს მეგობარი ლიკა ბაკურია „ფეისბუკზე“ აქვეყნებს.

„ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიჰყვება თან… როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა, ეს ისე ხომ არ მოსულა ერთი გაელვებით, შენ ამისთვის მთელი შენი ცხოვრება ჩადე“ – ირინა ჯგერენაია ბარბარე ბეჭვაიაზე

„არ მინდა უაზროდ წავიდეო – ამბობდი სულ, აგერ, ამდენ ადამიანს როგორ ჰყვარებიხარ, იმედია ისე გაგაცილეთ, შენ რომ მოგეწონებოდა… არ მინახავს ადამიანი, 27 წლის ასაკში ამდენი პოზიტივი დაეტოვებინოს“ – რას წერს მოულოდნელად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი

„შარშან ამ დღეს ლილიანა „ვიშლისთის“ საიმიჯო კლიპში გადაიღო და ხელიდან არ უშვებდა ასეთი საყვარელი რანაირად არისო 💕 ძალიან გადავღალე დღეს ჩემი პატარა და უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა ამის გარეშე, როგორ დავტოვებდიო, ამ დღეს მითხარი შენი სამომავლო გეგმების შესახებ ჩემო ფერიავ საოცარი ადამიანი, რომ გყავდა რჩეული!

დედამიწაზე ყველა პატარას გულის გამხარებელი იყავი და ახლაც ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენს პატარებს

ბავშობაში გახსოვს, ღამისთევაზე ჯვარი, რომ მაჩუქეო? მე აღარ მახსოვდა და მითხარი მაგას როგორ დავივიწყებ სულ თან მაქვსო ☹️ ნეტავ შემეძლოს იმ დროის უკან დაბრუნება, ნეტავ შემეძლოს ბარბი! მიყვარხარ, საოცრად მიყვარხარ!

შენი ქრისტი როგორ დატოვე“, – წერს ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი ლიკა ბაკურია.

„რაღა უნდა ვთხოვო ღმერთს? ჯანმრთელობა…? ჯანმრთელი იყო!!!კარიერა? წარმატებული იყო ყველა მხრივ…“ – რაზე წერს გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი

ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ჩემო ძალიან ყურადღებიანო, ლამაზო და კეთილო გოგო, არასდროს დამავიწყდება შენი სითბო და ყურადღება… მადლობა ყველაფრისთვის, გული მეგლიჯება“ – მარიამ როინიშვილი მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიაზე

ნინო მუმლაძე 27 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ემშვიდობება: „გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g