LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მზის ახალი სისტემის დაბადება დააფიქსირეს – მსგავსი რამ ისტორიაში პირველად მოხდა

116
Screenshot 2025-07-22 103728

ნიდერლანდელმა, ფრანგმა და ამერიკელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს პლანეტების წარმოშობის მომენტი დაეფიქსირებინათ. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს ცოდნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა, წერს Nature.

მკვლევრები იკვლევდნენ ვარსკვლავს სახელად HOPS-315, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მათ გამოიყენეს კოსმოსური ტელესკოპი „ჯეიმს უები“ და ჩილეში არსებული რადიო ტელესკოპი ALMA.

HOPS-315 ძალიან ახალგაზრდაა – მისი ასაკი დაახლოებით 100–200 ათასი წელია და იგი დედამიწიდან დაახლოებით 1370 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ვარსკვლავის გარშემო მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროტოპლანეტური დისკო – გაზისა და მტვრის მკვრივი ღრუბელი, საიდანაც დროთა განმავლობაში პლანეტები ყალიბდებიან.

გარდა ამისა, პროტოპლანეტურ დისკოში აღმოჩენილია ქიმიური შენაერთი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მყარი ციური სხეულების ფორმირებაში. ანალოგიური შენაერთები იპოვეს დედამიწაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტებშიც, რაც მიანიშნებს, რომ ეს ვარსკვლავური სისტემა იმავე ევოლუციურ ეტაპებს გადის, როგორც მილიარდობით წლის წინ ჩვენი მზის სისტემა გადიოდა.

მეცნიერების თქმით, ეს პროცესი საკმაოდ ჰგავს „პლანეტარული სისტემის ჩვილობის სტადიას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები