LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზი ოსბორნის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილია

166
photo-collage.png (61)

ოზი ოსბორნის გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა დასახელდა. Black Sabbath-ის ფრონტმენისა და ბრიტანული მძიმე მეტალის განმსაზღვრელი ფიგურის ერთ-ერთი ქალიშვილის მიერ გავრცელებულ გარდაცვალების მოწმობაში წერია, რომ საკულტო როკ მუსიკოსი გულის კორონარული და პარკინსონის დაავადებებით იტანჯებოდა.

ოფიციალურ დოკუმენტში ლეგენდარული როკერის გარდაცვალების სამი მიზეზია აღნიშნული – კლინიკის გარეთ გულის გაჩერება, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და გულის იშემია.

ცნობილი ფაქტია, რომ არტისტი 2019 წლიდან ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას ებრძოდა.

შეგახსენებთ, რომ ოზი ოსბორნი 22 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ,,ბნელეთის პრინცი” სამშობლოში, ბირმინგემში დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები