LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „დღეს, სასამართლოს დარბაზში, რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ“

141
თინა ბოკუჩავა

დღეს, სასამართლოს დარბაზში, რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ! დღეს მზია ამაღლობელმა საკუთარი სიჩუმით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაამხო – დიახ, დღეს ვიხილეთ, რომ ქალი ქალია და მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქართველი ქალი და მთელმა ქვეყანამ დაინახა ისიც, რომ დგებუაძე კაცი არ არის, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიიღო, მან მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა […]

ბოკუჩავას შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება და 2-წლიანი პატიმრობის შეფარდება უკან დახევა არ არის.

„რაც ჩვენ სასამართლო დარბაზში ვიხილეთ, იყო ბიძინა ივანიშვილის დამხობა. ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა სიმტკიცით, მისი უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!

მოსამართლე მზია ამაღლობელს: „შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ“

არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა 2 წელს, 3 წელს თუ 7 წელს გამოაცხადებდა. არ მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკან დახევაა – ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც დღეს ჩვენ მზია ამაღლობელის მხრიდან ვიხილეთ, ჩაცხრეს და აორთქლდეს. ეს არ უნდა მოხდეს – პირიქით! უნდა მოვახდინოთ ენერგიის კონსოლიდაცია და რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას სჩადის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

ვიდეო: „ეს არაა სამართალი! ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან საერთო არაფერი აქვს“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g