დღესაც გეომაგნიტური და ეს პირდაპირ აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. შესაძლებელია თავის ტკივილი, წნევის ცვლილებები, ზოგადი უსიამოვნო ფონი და კონცენტრაციის სირთულე. მნიშვნელოვანია დროულად მიაქციოთ ყურადღება თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკურად მიიღოთ საჭირო მედიკამენტები.
დღის რეკომენდაციები – დღე ხელს უწყობს კონტაქტებს, მოლაპარაკებებს, ინფორმაციის მიღება-გაცემას და სწავლის პროცესს. კარგი დროა ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად და ტურისტული ლაშქრობებისთვისაც კი. თუმცა ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ტყუილებს და სხვათა მხრიდან მანიპულაციის მცდელობებს – სიფრთხილე დღეს განსაკუთრებით ფასობს. სასარგებლოა ხანმოკლე მგზავრობა, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში ჩართვა. ნუ გადაღლით თქვენს ტვინსა და თვალებს ზედმეტი ინფორმაციით – კარგად დაალაგეთ ინფორმაცია და გადაამოწმეთ მიღებული ამბები, რომ ჭორებსა და გაუგებრობაში არ გაეხვიოთ.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო – მოერიდეთ უხეშ გამოთქმებს, სარკაზმსა და ზედაპირულ ფლირტს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე წარმატებულია აუქციონებზე მონაწილეობისთვის და კონფერენციებში ჩართვისთვის – საჯარო გამოსვლები და სწორი კომუნიკაცია ნაყოფიერი იქნება. ხელსაყრელი არ არის ახალი საქმის დაწყება, ქორწინება, სასიყვარულო ინიციატივები და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა
ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანი იქნება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის მკურნალობა. კარგი დროა სუნთქვითი ვარჯიშებისთვისაც. შედარებით სუსტი ზონაა ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები – იზრუნეთ მათზე და ერიდეთ გადაღლას.
დღის მინერალები და ფერები – თქვენი ენერგიის გასაძლიერებლად სასარგებლო იქნება თოფაზი, აკვამარინი, ამაზონიტი და ბერილი. ფერებიდან კი თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და კრემისფერი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიური იქნება ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორისთვის. შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ მორიელები, თხის რქები და თევზები