LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ ადამიანს ნებისყოფა არ აქვს, ის ადამიანი არ არის, ის ჩუჩელაა, ახალგაზრდებს მხოლოდ ამას ვთხოვ…“ – 103 წლის მეცნიერის, ელენე აბაშიძის მთავარი რჩევა ახალგაზრდებს

200
ელენე აბაშიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა – „სასწაულის ძიებაში“ საკუთარ აუდიტორიას ყოველ კვირას საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანებსა და საინტერესო ამბებს აცნობს.

გადაცემის ერთ-ერთი გასული ეპიზოდის სტუმარი მეცნიერი, გეოლოგი, პედაგოგი, 103 წლის ელენე აბაშიძე იყო. ელენე აბაშიძე ერთ-ერთია იმ ექსპედიციის წევრებს შორის, რომლებიც 80 წლის წინ, ალიოშა ჯაფარიძეს ხვამლის მთაზე ახლდნენ თან.

ელენე აბაშიძე სიუჟეტში საკუთარ განვლილ ცხოვრებას იხსენებს და ახალგაზრდებს მთავარ რჩევას აძლევს:

„თუ ადამიანს ნებისყოფა არ აქვს, მისი ცხოვრება ნულის ტოლფასია. ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს ნებისყოფა, მოთმინება და გამძლეობა.

ადამიანი უნდა იყოს კეთილსინდისიერი, უნდა იყოს ძალიან დიდი მოთმინების უნარის მქონე. თუ ადამიანს ნებისყოფა არ აქვს, ის ადამიანი არ არის, ის ჩუჩელაა.

შენს შესაძლებლობებზე მეტი უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია, იმაზე მეტი უნდა გააკეთო.

მინახავს უამრავი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ნებისყოფა და მისი ცხოვრება ვერ შედგა.

ახალგაზრდებს მხოლოდ ამას ვთხოვ: იყვნენ დაუდეგარნი, არ შეეშინდეთ შეცდომების და ცუდი მდგომარეობის. ადამიანს ხანდახან ისეთ პირობებში უხდება ცხოვრება, სიცოცხლე არ უნდა. მე მქონია ასეთი შემთხვევები, აი, ნებისყოფა ამას ჰქვია, არაფერს რომ არ შევუშინდი.

ახლა ვუცდი სიკვდილს, არ მინდა ისე მოვკვდე, რომ არ მეკადრებოდეს. არ მეშინია… მე ჩემი არსებობა მოვათავე, მე თვითონ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. არ დამიკარგავს ტყუილად დრო, გავაკეთე ის, რაც მინდოდა, არაფერი მომიტოვებია უკან“, – აღნიშნავს ელენე აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g