LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპა კოსოვოს მოქალაქე გახდა

135
photo-collage.png (60)

დუა ლიპას კოსოვოს მოქალაქეობა მიენიჭა, რითაც ლონდონში, კოსოვოელი ალბანელების ოჯახში დაბადებული არტისტი მესამე ქვეყნის მოქალაქედ იქცა. კოსოვოს გარდა, მუსიკოსს გაერთიანებული სამეფოსა და ალბანეთის მოქალაქეობა აქვს. ამ უკანასკნელის მოქალაქე ის 2022 წელს გახდა.

კოსოვოს მოქალაქეობა მომღერალმა საზეიმო ვითარებაში მიიღო. საგანგებო ცერემონიაზე მოქალაქის სტატუსი მას თავად ქვეყნის პრეზიდენტმა – ვიოსა ოსმანმა გადასცა, რომელმაც შემსრულებელს კოსოვოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული ფიგურა უწოდა.

2022-ში, ოსმანიმ ლიპას კოსოვოს საპატიო ელჩის სტატუსიც მიანიჭა, ვინაიდან მისი და მამამისის ორგანიზებით, პრიშტინაში საქველმოქმედო ორგანიზაცია და მუსიკალური ფესტივალი დაფუძნდა.

ცნობისთვის, დუა ლიპას ალბანური წარმოშობის მშობლები კოსოვოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, 90-იან წლებში კი, როცა იუგოსლავიის კონფლიქტი დაიწყო, ლონდონში გადავიდნენ. სწორედ ლონდონში, 1995 წლის 22 აგვისტოს დაიბადა დუა ლიპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები