LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იძულებული გავხდი განმარტება გავაკეთო… არასოდეს არ ვიბრძვი, არც კარიერისთვის და არც ქონებისთვის… არც ერთი ადამიანისთვის, ვინც ბოროტება ჩაიდინა ჩემს მიმართ, სამაგიერო არ გადამიხდია…“ – რას წერს გია ჯაჯანიძე

232
გია ჯაჯანიძე

„ყველაზე მეტად მინდოდა მშვიდი ცხოვრება და ამას დღემდე ვახერხებ, იმიტომ, რომ არასოდეს არ ვერევი სხვის ცხოვრებაში, თუ არ მკითხავენ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძე წერს.

ტელეწამყვანი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი სტატუსები კონკრეტულად არავის ეკუთვნის.

ჯაჯანიძის თქმით, არასოდეს უბრძოლია კარიერისთვის და ქონებისთვის:

„ჩემზე დაწერე? ვიზე დაწერე? გაგაბრაზა ვინმემ?
იძულებული გავხდი განმარტება გავაკეთო და გითხრა:
სტატუსებს, რომელსაც ვწერ, არავის არ ეკუთვნის კონკრეტულად. არავის მისამართით არ ვწერ.
სტატუსების წერა 2013 წელს დავიწყე, ეს არის ჩემი კვლევა, ნააზრევი, ნაფიქრი, გამოცდილება, შინაგანი დამოკიდებულება, დასკვნა ყოფაზე, რასაც ვხედავ და მესმის.
გავაგრძელებ
თუ ჩემი ამბავი რამეში გამოგადგება, წაიკითხე და გაითვალისწინე. თუ მიუღებელი იქნება არ გაითვალისწინო, უბრალოდ დაიმახსოვრე … და თუ არ დაიმახსოვრებ, გავა დრო და აუცილებლად გაგახსენდება.
ერთი სიტყვით: წაიკითხე და თუ გინდა გაერთე ან დრო გაიყვანე.
არასოდეს არ ვოცნებობ იმაზე, რაც მიუწვდომელია ჩემთვის. ხშირად მითქვამს, ოცნებებში მასშტაბური არ ვარ. მინდა მხოლოდ ის, რაც მჭირდება. მთავარია მქონდეს კომფორტი და სიმშვიდე.
ვოცნებობდი მინიმალურზე, როგორც მატერიალურად ასევე სულიერად. მივიღე მაქსიმუმი, გავბედნიერდი და დავჯერდი. ღმერთო შემარგე რაც მომეცა.
ყველაზე მეტად მინდოდა მშვიდი ცხოვრება და ამას დღემდე ვახერხებ, იმიტომ, რომ არასოდეს არ ვერევი სხვის ცხოვრებაში, თუ არ მკითხავენ.
პასუხის დროსაც ფრთხილი ვარ. ვიძლევი ისეთ რჩევებს, როგორიც მას გამოადგება. სიმშვიდე, არა შური, არა ბოროტება, არა სამაგიეროს გადახდა. ყველაფერი არგუმენტებით.
აპატიე. აპატიე აპატიე.
არასოდეს არ ვიბრძვი, არც კარიერისთვის და არც ქონებისთვის.
ვიშრომე. მივიღე.
ბრძოლას უფრო დიდი დრო, რესურსი, ძალისხმევა, ინტრიგა, მტერთან გამკლავება და მზაკვრობა უნდა.
არ მხიბლავს რთული გზა. არ მხიბლავს ბრძოლა.
ბრძოლა რისკია, ბევრი ვნახე ბრძოლის ველზე დაცემული, რომ ვეღარ წამოდგა.
ბავშვობაში რომ მასწავლეს შური არ გქონდეს მეორე ადამიანის, იმიტომ, რომ მას მისცა ღმერთმა და შენი არ არის, თუ შეგშურდება დაზიანდებიო, კარგად დავიმახსოვრე და ავითვისე.
არც ერთი ადამიანისთვის, ვინც ბოროტება ჩაიდინა ჩემს მიმართ, სამაგიერო არ გადამიხდია, რადგან, მეც ისეთი ბოროტი ვიქნებოდი როგორც ის.
ყველა ჩემი მტერი განგებას ჩავაბარე.
ეს ყველაფერი, საკუთარი თავის ზომიერმა სიყვარულმა შემაძლებინა. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვა არ შეგიყვარებს.
არასოდეს ურთიერთობა არ მიყიდია, ვერც ვიყიდდი, არაფერი გამაჩნდა სიყვარულის გარდა.
დღემდე შემომრჩა ის მეგობრები, ვინც ჩემთან ერთად წვალობდა და ფეხს იდგამდა.
ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ ქვეყნიდან ვერაფერს წაიღებს, მაგრამ მაინც ცდილობენ სხვას მოსტაცონ და დააზარალონ.
მე ვიყავი ბევრის მეგობარი, მეც ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი.
მე ვტრიალებ უამრავ ხალხში და განდეგილად ვცხოვრობ.
ღმერთი.
მშობლები – ავტორები ჩემი სიცოცხლისა.
სული. გონი. სიყვარული.
სხეული, ჭურჭელი ჩემი სულისა.
ზიზღი სულის კიბოა, განუკურნები.
რაც უფრო მეტი გიყვარს, რაც უფრო მეტს უყვარხარ, მით უფრო თავისუფალი და ამაღლებული ხარ.
ეს ჩემი გულის თქმა და ნააზრები მოგვიანებით დაფასდება, ხალხს რომ გონია მათზე ვწერ, ეს ნიშანია იმის, რომ სწორად ვწერ.
გაიგეთ? არავისზე არ ვწერ. ვწერ ყველაზე.
თუ გინდათ მიიღეთ, თუ გინდათ არ მიიღოთ.
მე და თქვენ ყველანი მართლები ვართ.
მე მინდა, რომ თქვენ სიყვარულში გაჯობოთ“, – წერს გია ჯაჯანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g