LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანა ონკანში ჩავაგდე, გარეცხილი არ იყო“ – რა თქვა სასამართლოზე ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თეკლა გერსამიამ

1463
თეკლა გერსამია

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს და პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს განუცხადა, რომ მასზე განყოფილებაში ფსიქოლოგიურად იძალადეს და დანაშაული იძულებით აღიარებინეს, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად გაუშვებდნენ სახლში.

25 წლის ქალს სხდომაზე არ უსაუბრია, რის საფუძველზე დაიწყო მასსა და მის მეუღლეს შორის დაპირისპირება.

საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 25 წლის ქალმა მთავარი სამხილი, სისხლიანი დანა გარეცხა.

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ირწმუნება, რომ დანა არ გაურეცხავს, უბრალოდ ნიჟარაში ჩააგდო, სადაც ონკანი მოშვებული იყო.

„მე მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. დაკითხვის ოთახში რომ ვიყავი, იქ მყოფი ადამიანები მიმეორებდნენ, შენ დაჭერი, შენ დაჭერი, აღიარე, ხელი მოაწერე და გაგიშვებთ სახლშიო, იმ წუთას რასაც ამბობდნენ იმას ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილთან წავსულიყავი. ნახევარი არ მახსოვს, იქ რა მოვყევი, თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი, მაშინ ის ადამიანი რატომ ჩამოვიყვანე სადარბაზოში და რატომ მივიყვანე კლინიკაში. ვთხოვდი ადვოკატს, ფსიქოლოგიურად ვერ ვარ კარგად დახმარება მჭირდება-მეთქი.

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა“

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო. „ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ იხსენებს, მიშველეო, ერთი დაიძახაო. თეკლას თვალწინ დაირტყა […]

მიმალვაზე გეტყვით, რომ მყავს 4 წლის შვილი ლუკა. რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს კარგადაა, ერთადერთი განზრახვა მქონდა, ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან. არ მივმალულვარ, დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიციაში. საჭმელს ვაკეთებდი წყალი მოშვებული იყო. დანა ჩაგდებულია, გარეცხილი არა. რომ შედიხარ სახლში, ეგრევე კუხნაა და ჩავაგდე, არც დამიმალავს ეს დანა, არაფერი, ამოვიტანე და ონკანში ჩავაგდე”, – განაცხადა ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას დღეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნულ საქმეზე შემდგომი პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: „პასპორტიც კი წაართვა თეკლას, არ გამეპაროო… სულ ემუქრებოდა თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა… სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ბიჭმა დანა…“ – რას ამბობს ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, 25 წლის ტიკტოკერის დედა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g