ჩინეთის ქალაქ ჩანშაში მცხოვრებმა ქალმა ქმრის ღალატი საჯაროდ გამოააშკარავა – მან საცხოვრებელი კომპლექსის გალავანსა და ეზოში გაჩერებულ მანქანაზე ბანერები ჩამოკიდა.
ბანერებზე ქალი ამხელდა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ხუთი წლის განმავლობაში საიდუმლო რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მის ქმართან. ერთ-ერთ ბანერზე ეწერა, რომ „საყვარლები ერთმანეთს სასტუმროში სამუშაო საათებში ხვდებოდნენ“, წერს გამოცემა South China morning post-ი.
ქალმა სავარაუდო საყვარლის გვარი და მისი სამუშაო ადგილიც გააჟღერა. თავად ცოლ-ქმრის ვინაობა არ ხმაურდება.
მალევე ბანერები ტერიტორიიდან მოხსნეს.
იურიდიული ფირმა Shaanxi Hengda-ს ადვოკატმა ჩჟაო ლიანშანმა განმარტა, რომ ქალის ქმედებას შესაძლოა სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რადგან ბანერებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევად“ მიიჩნევა.