“ოქროყანის აღმართს, სადაც სანდრო აიყვანეს, გვინდა ვუწოდოთ გირგვლიანის აღმართი,” – ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
მეტრეველის თქმითვე, ამ ინიციატივით, ის მერიას ორშაბათს ოფიციალურად მიმართავს.
შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის მკლელობა, წინა რეჟიმის ერთერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.
2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.
არსებული ინფორმაციით, ერთერთ ბარში, შელაპარაკების შემდეგ, გირგვლიანი და მისი მეგობრები, უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის “ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი” სასაფლაოს მახლობლად იპოვეს. საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების მეუღლეები და შს მინისტრის პრესცენტრი გურამ დონაძე ფიგურირებს.