LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა ნანუაშვილი: გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ საქმის მოსამართლეები: მურუსიძე და გიგიტაშვილი დააწინაურეს, რადგან მათ შეასრულეს ხელისუფლების დაკვეთა

62
უჩა ნანუაშვილი

„ერთ შემთხვევაში გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ გირგვლიანის საქმის მოსამართლეებს – მურუსიძესა და გიგიტაშვილს ხმა არ გავეცით, პირიქით, ისინი დღეს არიან დაწინაურებული, წახალისებული, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისინი არიან უვადო მოსამართლეები სწორედაც იმის გამო, რომ მათ შეასრულეს ხელისუფლების დაკვეთა“, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ნანუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მსგავსი ორმაგი მიდგომა ამ პროცესში კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. მისივე თქმით, თუ ადამიანი ცუდად არის, მას უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ და აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პატიმარს შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა და როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ამ კუთხითაც არის ბევრი კითხვის ნიშანი.

„არის კითხვის ნიშნები იმის გამოც, რომ რეალურად პროცესის მიმართ ნდობა აღარ არსებობს, იყო ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება, მათ შორის, სამედიცინო წრიდანაც.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად დააზარალა ეს საკითხი. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ადამიანს უნდა სასამართლო პროცესზე დასწრება და ის ამას ვერ ახერხებს, მაშინ როცა ადრე პირიქით ხდებოდა, მას სურდა დასწრება და უარს ეუბნებოდნენ სხვადასხვა მოტივით, რაც ასევე იყო კანონდარღვევა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ირგვლივ პროცესები მიმდინარეობს ისე, რომ ხელისუფლება კვლავ ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოტივებით. ნანუაშვილის შეფასებით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანად ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც სამწუხაროდ, ხელისუფლება კვლავ ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოტივებით. მისთვის პოლიტიკური ანგარიშსწორება უფრო მნიშვნელოვანია და ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ეცადოს და გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტს.

ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა აბსოლუტურად ყველაფერი, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო დაცლილი ეს პროცესი სპეკულაციებისგან, პოლიტიზაციისგან და მას ჰქონდა ამის რეალური შესაძლებლობა, რადგან ფაქტია, ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ჰქონდა უფლებების დარღვევას ადგილი, ჰქონდა სისტემურ დანაშაულებს ადგილი, თუნდაც იმაზე, რაზეც არის გადაწყვეტილებები გამოტანილი, თუნდაც იგივე გირგვლიანის საკითხთან დაკავშირებით, წამების ფაქტები იქნება ეს თუ მიტინგების დარბევა, იყო ძალიან ბევრი ბრალდება რასთან დაკავშირებითაც უნდა ჩატარებულიყო ობიექტური გამოძიება და ყველა კითხვას უნდა გასცემოდა პასუხი.

ვოლსკი სააკაშვილზე: ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ხელისუფლება უსწორდება პოლიტიკურად მთავარ მოწინააღმდეგეს, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც რეალურად ხელისუფლებაში აღარ არის. მიუხედავად ამისა, ეს ძალა კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად და შეიძლება ითქვას, რომ მთავარი საფრთხე ხელისუფლების წარმოდგენით სწორედაც იყო სააკაშვილი.“– განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები