35 წლიანი მუსიკალური კარიერის ფონზე, მერაია ქერი MTV-ის მუსიკალური ვიდეობის დაჯოლდოების გამარჯვებულთა შორის, პირველად მოხვდა.
,,ვერ ვხვდები რატომ დასჭირდა ამას ამდენი დრო” – ხუმრობით აღნიშნა არტისტმა, რომელმაც სიმღერის – Type Dangerous კლიპისთვის, ,,საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვიდეოს” ნომინაციაში მოიგო.
მან საღამოზე კიდევ ერთი პრიზი მიიღო. მომღერალი საპატიო პრემიის – ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს” წლევანდელი რეციპიენტი გახდა. ჯილდო მას არიანა გრანდემ გადასცა, რომელმაც მის წინაშე ქედიც მოიხარა.

ჰონორის მიღებამდე, ქერიმ პუბლიკის წინაშე სპეციალური პერფორმანსი გამართა. VMAs-ის სცენაზე მან 20 წლის შემდეგ იმღერა.
შეგახსენებთ, რომ მერაია ქერის დებიუტი MTV-ის მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოების მთავარ სცენაზე 1991 წელს სიმღერის – Emotions შესრულებით შედგა. პირველად ის ნომინანტთა შორის, 1996 წელს მოხვდა.