LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მაზმიშვილი: „მთელი ფესტივალი არის სარკე იმისა, რაც დღეს სამყაროში და ჩვენში ხდება“ – 16 სექტემბერს, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ იწყება

423
ეკა მაზმიშვილი

9 სექტემბერს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM” ეკა მაზმიშვილი სტუმრობდა, რომელმაც „თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე“, ფესტივალის პროგრამაზე და დაგეგმილ სპექტაკლებზე ისაუბრა.

ფესტივალი 16 სექტემბერს იწყება, ქართული პროგრამით. გყავს ძალიან კარგი სტუმრები. საერთაშორისო პროგრამა 21 სექტემბერს იქნება. „გეშერის თეატრი” წარმოადგენს  შედევრს „რიჩარდ III“, რომელიც მართლაც განსაკუთრებული სპექტაკლია. ახალგაზრდა რეჟისორის, იტაი ტაირანის „რიჩარდ III“ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ძლიერი სანახაობა. არიან საუკეთესო მსახიობები, არის საუკეთესო მხატვრობა, საუკეთესო ვიზუალური ეფექტი. ეს სპექტაკლი უკვე არაერთი ფესტივალის წარმატებული სტუმარი იყო. ასე ვთქვათ, ეს სპექტაკლი დღევანდელი საზოგადოების სარკეა, სარკე, სადაც ადამიანები რაღაც გზაზე ყალიბდებიან პატარა და დიდ ტირანებად და კარგავენ ემპათიის, ერთიანობის, სოლიდარობის გრძნობას და იმისთვის, რომ სკამი შეინარჩუნონ ან მიაღწიონ მას, ძალიან ბევრ რამეს კადრულობენ. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სპექტაკლში რიჩარდი ქალი. ამ სპექტაკლს განსაკუთრებით ვუწევ რეკომენდაციას.

ყველა დანარჩენი სპექტაკლიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთი მათგანი გამოვარჩიო. TRAPLORD – ლონდონელი მულტიდისციპლინარული არტისტის, ივან ბლექსტოკის შთამბეჭდავი სპექტაკლი. სპექტაკლი არის თანამედროვე ადამიანებზე, რომლებიც მასისგან რაღაცით გამოირჩევიან, ამ შემთხვევაში ესენი არიან შავკანიანები, რომლებიც თავიდანვე გარკვეულ სტიგმას ატარებენ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ რაღაც ცხოვრების გზას შეუდგებიან. ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ იმ მოცემულობას, რომელსაც ადამიანები თავიდანვე აძლევენ მათ.

მთელი ფესტივალი არის სარკე იმისა, რაც დღეს სამყაროში და ჩვენში ხდება.

აღსაინიშნავია „მანა“, თანამედროვე ქორეოგრაფია და მსოფლიოში ცნობილი, ძალიან თანამედროვე „ვერტიგო დანს კომპანი“. „მანა“- ეს არის სხეულის ენით გადმოცემული რიტუალი, რომელიც სინათლესა და მისი მეშვეობით თვითშეცნობას, თვითგანკურნებას მიელტვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g