ინფლუენსერი და „Beauty Lab“-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი 14 სექტემბერს იუბილარი იყო. ინფლუენსერმა, რომელიც ამჟამად აშშ- ში ცხოვრობს, 28 წლის იუბილე მეგობრების წრეში აღნიშნა.
სოციალურ ქსელში ქეთას მხიარული დაბადების დღის უამრავი კადრი გავრცელდა.
„პოზიტივი გოგო“, „დაბადების დღეს გილოცავ“, „უამრავი წარმატება გქონდეს“, – წერენ ქეთას მეგობრები.
დაბადების დღეზე იყო ქეთას შეყვარებულიც, რომელზეც ინფლუენსერმა ცოტა ხნის წინ ქართულ მედიასთან ისაუბრა.
„პირველი ბიჭია, რომელიც საჯაროდ დავპოსტე“ – ქეთა ბაღაშვილი ამერიკელ შეყვარებულზე საუბრობს
