LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„45 წლის ვარ, ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ ასეთი ზღვა მე არ მახსოვს..“ – არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის საფრთხეებზე

449
BeFunky-collage123412 3 4sdf (51)

იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე შავ ზღვაში შტორმის შედეგებს ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ ზღვის ფერისა და სიმღვრივის ცვლილებამ სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია.

როგორც არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი მოვლენა მას არასოდეს უნახავს:

„45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ: “ასეთი ზღვა მე არ მახსოვს”. ამაზე ბევრად მძლავრ შტორმსაც მოვსწრებივარ, უფრო მეტი გამორიყული დრიფტვუდიც მინახია სანაპიროზე, მაგრამ ასეთი სიმღვრიე და ფერი არასოდეს ქონია ამ ზღვას, სპეციალურად გავზომე (ტურბიდომეტრით), თან სამჯერ და თან მდინარიდან შორს – საზღვაო აკადემიის წინ, სიმღვრივე დაფიქსირდა 2560 NTU (მინიმალური,) ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, კახოვკის კაშხალი რომ აააფეთქეს მაშინაც, 2650 NTU ( რეალურად უფრო მეტია) ლეთალურია ლითორალური ცენოზების ბინადრების უმრავლესობისთვის. სანაპიროს ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია. ეს შედეგია არა მხოლოდ წვიმების და შტორმის – წვიმებიც და შტორმიც, ამაზე ბევრად ძლიერი სულ იყო და იქნება, ესაა შედეგი ფაქტიურად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუაზრებელი მოპოვების.

სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!“, – წერს არჩილ გუჩმანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g