LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ღარიბაშვილზე: „შეიძლება 2 კვირის წინ მქონდა კომუნიკაცია და იმის შემდეგ სხვაგან წავიდა, მე საიდან უნდა ვიცოდე…“

116
ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი

„ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში შემოეშალათ ხელში მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით. „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ „კლანებს“ შორის არსებულ დაპირისპირებას“ შეეხებოდა აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი და თავად არის პასუხისმგებელი, რომ თითოეული მინისტრი კეთილსინდისიერად მოქმედებდეს.

ნოშიკო ნამორაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „დარწმუნებული ვარ, კარგად არის და არ ეშინია დაჭერის, არც არის ამის საშიშროება“

„მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“ – განაცხადა VR HOLDING-ის დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ.

კობახიძის განცხადებით, „პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე“.

„ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავროვო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.

„არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული… მეორედ ვტოვებ პოლიტიკას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული ორ-ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.

პრემიერმა უპასუხა კითხვას, „სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია“.

კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, სად იმყოფება ახლა ირაკლი ღარიბაშვილი.

„შეიძლება, 2 კვირის წინ მქონდა [კომუნიკაცია] და იმის შემდეგ სხვაგან წავიდა. მე საიდან უნდა ვიცოდე [სად იმყოფება]. არ ვიცი – ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მაქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g