LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურთან, ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა – არის მსხვერპლი

762
ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურთან – ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

დაღუპულია ერთი ადამიანი. დანარჩენი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვიდეოს შემთხვევის შესახებ ფეისბუქ გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g