LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შარაშიძე: „დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ“

208
გიორგი შარაშიძე

„რამდენიმე საათის წინ ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანში კოკა კობალაძეს აედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდა და აკონტროლებდა მის გადაადგილებას, გააჩერეს გადამოწმების, ჩხრეკის მიზნით“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში 14:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციის მედიით გავრცელების შემდეგ, „ვეღარ გაბედეს ჩხრეკა და ნარკოტესტით შემოიფარგლნენ“.

შარაშიძის განმარტებით, „დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება რიგი დარღვევები“:

„ინფორმაცია თანხის დარიგებაზე – გვაქვს ინფორმაცია, რეგიონებში მიმდინარეობს თანხის დარიგება, ფაქტებს ვაზუსტებთ და უახლოეს საათებში მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას.   ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხალაწანი – №22 საარჩევნო უბანი: უბნის შენობაში იმყოფება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსლან ალხანაშვილი, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებს უბანზე შესვლისა და გამოსვლის დროს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა (ახმეტის მუნიციპალიტეტის პოლიციას) და საარჩევნო ადმინისტრაციას (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნათელა ცისკარიშვილი) მოახდინონ დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.

დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ. რაჭა-ლეჩხუმი, ონი – №1 საარჩევნო უბანი: დამკვირვებლებისთვის ხელოვნურად არის შექმნილი ბარიერი, რაც ზღუდავს მათ გადაადგილებას და შეუძლებელს ხდის დარღვევებზე დროულ რეაგირებას. (ფაქტი)   მცხეთის №2 საარჩევნო უბანი: უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად, იმყოფებოდა მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებს შესასვლელში ხვდებოდა. ჩვენი წარმომადგენლის ჩარევის შედეგად კანდიდატმა დატოვა უბანი.

ხულოს მუნიციპალიტეტი: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ავთანდილ აბულაძის შვილი, მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შესვლამდე ავტომობილში ისვავს და აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხმის მიცემის დროს, აღნიშნული ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე.   მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ კანონის სრული დაცვა და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩევლებზე“, – განაცხადა შარაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g