LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის ანა კურნიკოვამ, რომელიც მეოთხე შვილს ელოდება, წლების შემდეგ, პირველი ოჯახური ფოტო გაავრცელა

347
page

44 წლის ანა კურნიკოვამ სოციალურ ქსელში აქტიურობა განაახლა. მეოთხე შვილზე ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ენრიკე იგლესიასის მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გააზიარა, რომელშიც ის და მისი სამი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, ჰელოუინის კოსტიუმებში პოზირებენ.

კურნიკოვას ორსულობის შესახებ პირველად ზაფხულის ბოლოს გახდა ცნობილი. მას შემდეგ ანა რამდენჯერმე გადაიღეს მაიამის ქუჩებში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

44 წლის ანა კურნიკოვა მეოთხე შვილის მოლოდინში – ყოფილი ჩოგბურთელი მაიამიში გადაიღეს

ცნობისთვის, ჩოგბურთელი და ესპანელი მომღერალი, ენრიკე იგლესიასი 2001 წლიდან ერთად არიან. ისინი მუსიკალური ვიდეოს, Escape-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. წყვილი თითქმის 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ფარულად დაქორწინდა.

44 წლის ანა კურნიკოვა მეოთხე შვილის მოლოდინში – ენრიკე იგლესიასი საყვარელი ქალის უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები