LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota-მ „პატარა“ Land Cruiser წარადგინა

107
Toyota-მ „პატარა“ Land Cruiser წარადგინა

Toyota-მ ახალი ავტომობილი – Land Cruiser FJ წარადგინა, რომელიც „კრუიზერის“ საბაზისო ვერსია გახდება. ავტომობილი ბაზარზე 2026 წლის შუა პერიოდში გამოვა.

ახალი მოდელი  „დიდ“ Land Cruiser Prado-ს ჰგავს და მათ შორის ბევრი საერთო დეტალია, განსაკუთრებით ფორმით.

FJ-ის წინა ნაწილი, ისევე როგორც „პრადოსი“, შეიძლება განსხვავებული იყოს: მას ექნება როგორც მრგვალი ფარები, ასევე ფიგურული LED ფარები, რომლებიც ასო C-ის ფორმისაა.

საერთო დიზაინი რეტრო-ფუტურისტულ სტილშია შესრულებული.

რაც შეეხება ზომებს, სიახლე მართლაც პატარაა: ის მხოლოდ 114 მმ-ით გრძელია Toyota Corolla Cross-ზე, თუმცა ბორბლების ბაზა 58 მმ-ით მოკლეა.

სალონში ავტომობილი  Land Cruiser Prado-ს დიზაინს ინარჩუნებს.

შეინიშნება მსგავსი კუთხური ელემენტები, თუმცა შედარებით მცირე ზომებში.

სალონში FJ-ს აქვს ციფრული ინსტრუმენტთა პანელი და დიდი ეკრანი მულტიმედიური სისტემისთვის.

კლიმატ-კონტროლის ბლოკი აღჭურვილია ფიზიკური ღილაკებით.

Toyota Land Cruiser FJ აღჭურვილია 2,7-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრეა 163 ცხენის ძალა და მუშაობს კლასიკურ „ავტომატურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად.

იგივე ძრავა შედის Land Cruiser Prado-ს მოდელების გამაშიც.

სხვა ძრავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ავტომობილის დებიუტი იაპონურ ბაზარზე შედგება.

Carscoops-ის ინფორმაციით, Toyota სიახლის ამერიკულ ბაზარზე გამოტანას არ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები