LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, რომ ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადეო… ყველაზე მეტად, ნუცას დაბადების დღე მიჭირს…“ – მაია ასათიანი

144
მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შვილის გარდაცვალების შემდგომ იმ ურთულეს ეტაპებზე საუბრობს, რომლის გადალახვაც მშობლებს უწევთ. 

როგორც მაია ასათიანი აცხადებს, ყველზე რთული გადასატანი მშობლისთვის, კონკრეტული თარიღებია, როგორებიცაა ახალი წელი, დაბადების დღე, გარდაცვალების დღე… 

ვიდეო: „გილოცავ დე“ – მაია ასათიანი უთბილეს ვიდეოს გვიზიარებს და ნუცას დაბადების დღეს ულოცავს

„როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ჩემსავით მდგომარეობაში მყოფმა ქალმა მირჩია, რომ ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადე თარიღებისთვისო…

ახლა, როცა მე მომმართავენ დასახმარებლად, ზუსტად იმავეს ვეუბნები მეც… ახალი წლისთვის, გარდაცვალების დღისთვის და მე ყველაზე მეტად დაბადების დღე მიჭირს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი გავიდა. არ ვიცი… არ ვმეტყველებ, არავისთან არ ვკონტაქტობ… სტრესისგან როგორი განცდა გაქვთ იცით? თითქოს, გცემეს, ხელები და ფეხები ატროფირებული გაქვთ, სულ თავბრუ გეხვევა, გეჩვენება, რომ გამართულად ვერ მეტყველებ და მინდა ბნელ ოთახში ყოფნა…

თუ გინდა, გადარჩები! ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია“, – აცხადებს მაია ასათიანი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g