LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის ასაკში მეოთხე ორსულობა – ანა კურნიკოვა ფანტასტიკურ ფორმაშია

103
ანა კურნიკოვა

ანა კურნიკოვა, რომელიც ამჟამად ენრიკე იგლესიასისგან მეოთხე შვილს ელოდება, მაიამიში შენიშნეს. 44 წლის ყოფილ ჩოგბურთელს შორტები და დიდი ზომის მოსაცმელი ეცვა, რითაც პაპარაცებისგან ორსულობის დამალვას ცდილობდა. ანა თავის შვიდი წლის ვაჟთან ერთად გამოჩნდა.

კურნიკოვას ორსულობის შესახებ გასული ზაფხულის ბოლოს გახდა ცნობილი. მას შემდეგ ანა რამდენჯერმე გადაიღეს მაიამის ქუჩებში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

კურნიკოვა და იგლესიასი თითქმის 25 წელია ერთად არიან. ისინი ერთმანეთს მომღერლის მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც ანა უკვე ტიტულოვანი ჩოგბურთელი იყო. წყვილი თითქმის 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ფარულად დაქორწინდა.

წლების შემდეგ პირველად – ორსული ანა კურნიკოვა ენრიკე იგლესიასთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

44 წლის ანა კურნიკოვამ, რომელიც მეოთხე შვილს ელოდება, წლების შემდეგ, პირველი ოჯახური ფოტო გაავრცელა

44 წლის ანა კურნიკოვა მეოთხე შვილის მოლოდინში – ყოფილი ჩოგბურთელი მაიამიში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები