LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე: „შაქარი ნარკოტიკივით მავნეა, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ უშაქრო ცხოვრება“

265
თენგიზ შარმანაშვილი

კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე გადაცემაში „დიდი შესვენება“ ბავშვების ტკბილთან დამოკიდებულების პრობლემას შეეხო და მშობლებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეზღუდონ შაქრის მოხმარება შვილებში.

ექიმის თქმით, აუცილებელია, რომ ოჯახებმა ბავშვებს უშაქრო ცხოვრების წესზე დაჩვევა ასწავლონ, რადგან შაქარი სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს.

„ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვს უნდა ეჭამა გოგლი – მოგლი, თაფლი… ახლა, სადაც შემიძლია, ყველა გამოსვლაში ვცდილობ, მშობლებს ვუთხრა, რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს უშაქრო ცხოვრება. შაქარი ისეთი ნარკოტიკია, რომელსაც ვერ დაანებებს თავს. თეთრ სიკვდილს ეძახიან, მაგრამ თუ ნარკოტიკის თვალსაზრისით შევხედავთ, საკმაოდ მავნე ნივთიერებაა,“ – აღნიშნა ექიმმა.

სიხარულიძის თქმით, ზედმეტი შაქრის მიღება ორგანიზმის შაქარ მარეგულირებელ სისტემას ამცირებს და საბოლოოდ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

„ბავშვს უნდა ტკბილი, ჭამს, ჭამს იქამდე, სანამ ორგანიზმის შაქარ მარეგულირებელი რესურსი არ განილევა. შემდეგ იწყება შაქრიანი დიაბეტი,“ – აღნიშნა კარდიოლოგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g