27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ლაშას ემოციური პოსტით ემშვიდობება.
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
„ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო“ – ბერა ივანიშვილი
ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი მეუღლე სალომე ბაკურაძეც.
„ახლა სად ხარ ლაშიკო? ❤️ მიყვარხარ ჩემო ლაშიკო ❤️ სულ მიყვარხარ ჩემო ცაო ❤️ ეს სიმღერა და სულ ყველაფერი შენია ჩემო ლაშიკო ❤️“, – წერს სალომე ბაკურაძე.
„ჩემი მამა“ – ლაშა ბასლანძის ქალიშვილი ელენე ბასლანძე მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს სამშაბათს დაკრძალავენ, პანაშვიდები კვირას და ორშაბათს გაიმართება




ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
