Reuters-ის ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
