სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს და მოქალაქეებს ქათმის რეცხვასთან დაკავშირებით გარკვეულ რჩევებს აძლევს.
„ბევრ ქვეყანაში მიღებულია პრაქტიკა, რომ ქათამი არ უნდა გაირეცხოს, რადგან სტანდარტით სასაკლაოზე ვალდებულება არსებობს, რომ დაკვლის შემდეგ იქვე უნდა გაირეცხოს და ისე დაფასოვდეს, შემდეგ უნდა მოხვდეს რეალიზაციაში.
მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, ჩემი პირადი აზრია, რაც ეფუძნება რეალურ ფაქტებს, რაც ბაზარში არსებობს, სასურველია, მაინც გავრეცხოთ ქათამი, თუმცა წყლით გარეცხვის შემთხვევაში ამას ვერ მოვაცილებთ. გავრეცხოთ მაქსიმალურად მსუბუქად, მოვაცილოთ ზედმეტი ნაწილაკები, შემდეგ, როცა თერმულად დამუშავდება, იქ აუცილებლად მოკვდება, თუ შიგნით რაიმე მავნე პათოგენური მიკროორგანიზმი არსებობდა. აუცილებლად კარგად უნდა შეიწვას, ან მოიხარშოს. ნიჟარა სადეზინფექციო ხსნარით უნდა დავამუშაოთ…“
