თიკა ფაცაციამ ბავშვობის ოცნება აიხდინა.
როგორც ტელეწამყვანი ემოციურ ვიდეოში გვიყვება, მას ბავშვობაში სურდა, იმდენი საშუალება ჰქონოდა, რომ ერთი ყუთი ბანანი ეყიდა.
„ბავშვობაში მქონდა ერთი ნატვრა. როდესაც პირველად გავსინჯე ბანანი, მაშინ ვთქვი, რომ ნეტა იმდენი საშუალება მქონდეს თქო, ერთი ყუთი ბანანი ვიყიდო და იმდენი ვჭამო, რამდენიც მომინდება მეთქი. ეს ოცნება ავიხდინე. არ მჯერა, რა მაგარია. ყველას გისურვებთ, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინოთ დიდობაში“, – ამბობს თიკა ფაცაცია.
