პოპის დედოფალი, 67 წლის მადონა 29 წლის შეყვარებულზე, აკიმ მორისზე ფარულად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა ახლა ეს ამბავი RadarOnline-მა ოფიციალურად დაადასტურა.
„მადონა არ აპირებს დროის ფლანგვას და მზადაა, ბედნიერება იპოვოს. მან უკვე ყველაფერი ნახა, მაგრამ ახლა რაღაც ნამდვილს ეძებს. აკიმი აძლევს მას სიმშვიდეს, სითბოს. ის მას აცინებს, აძლიერებს და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს“, – განაცხადა წყარომ.
ინსაიდერების თქმით, მადონა მოჯადოებულია აკიმით, თუმცა, წყვილი მაინც გეგმავს საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას.
„რა თქმა უნდა, მადონა მოამზადებს კონტრაქტს. აკიმს ამაზე არანაირი პრობლემა არ აქვს.” – ამბობს ინსაიდერი.
ცნობისთვის, მადონა ორჯერ იყო დაქორწინებული მსახიობ, შონ პენზე და რეჟისორ, გაი რიჩზე. მას ჰყავს ორი ბიოლოგიური შვილი ლურდესი და როკო და ოთხი ნაშვილები ბავშვი.
66 წლის მადონა მესამედ თხოვდება, მისი რჩეული 28 წლის აკიმ მორისია

