ნოდიკო ტატიშვილმა ახლახან საზოგადოებას შესანიშნავი სიახლე გაუმხილა.
როგორც აღმოჩნდა, ის შვილის მოლოდინში იყო და ახლახან გოგონა შეეძინა.
ფოტო ჩაჩავას კლინიკაშია გადაღებული, სადაც პატარა გოგონას ხელი ჩანს.
ნოდიკო წერს: „დაიბადა მამას გოგო კესანე…“
ის მილოცვებს სოციალურ ქსელში იღებს:
„ნოდი, გილოცავთ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს. მიყვარხართ…“
„უფალმა გაგიზარდოთ. გილოცავთ…“
„ფუმფულა ხელი…“
„გილოცავ ანგელოზის შობას…“
ნოდიკო ტატიშვილის მეუღლე არის ექიმი თათია ერქვანიძე. მასთან ერთად გადაღებული ფოტო ნოდიკომ საზოგადოებას ახლახან გაუზიარა.
