LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე 13 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია მკერდზე, რადგან ის იზრდებოდა“ – სემ სმიტის შოკისმომგვრელი აღიარება ემოციური ინტერვიუში

549
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, სემ სმიტი პენ ბედგლის პოდკასტს, Podcrushed სტუმრობდა. 33 წლის სემმა გულწრფელად გაიხსენა რთული გამოცდილება, რომელიც მას ბავშვობაში, მხოლოდ 13 წლის ასაკში გადახდა.

მომღერალმა გულახდილად ისაუბრა ლიპოსაქციის გაკეთების შესახებ და იმ მძიმე პერიოდზე, როდესაც გამუდმებით თანატოლების დაცინვის ობიექტი იყო.

„მე 13 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია მკერდზე, რადგან ის იზრდებოდა. ამის მიზეზი ბევრი რამ იყო, თუმცა მთავარი იყო დაცინვა. ვერ ვცურავდი აუზში, გასახდელში გამოცვლა კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ამიტომ გადავწყვიტე ლიპოსაქცია გამეკეთებინა“, – აღნიშნა სემმა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მშობლები ოპერაციის გაკეთებას მხარს უჭერდნენ. სემის თქმით, სწორედ სხეულის აღქმა იყო ის, რაც ბავშვობაში ყველაზე დიდ ტკივილს აყენებდა.

„ისინი ხედავდნენ, როგორ მიჭირდა, როგორ მტანჯავდა ეს ყველაფერი. ისინი უბრალოდ მენდობოდნენ და მხარს მიჭერდნენ. ჩემი ქვიარობა იყო ის, რასაც რაღაცნაირად ვუმკლავდებოდი. მაგრამ წონას, ყველაზე რთულად ვეგუებოდი“ – აცხადებს სემი.

მომღერლის გულწრფელი აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სიღრმისეულად და გახსნილად საუბრობს სემ სმიტი საკუთარი ტრავმებისა და საკუთარი თავის ისეთად მიღებაზე, როგორიც ის რეალურადაა.

მოდური „გაშრიალება“ შეყვარებულთან ერთად და „ვივიენ ვესტვუდის“ ჩექმა – სემ სმიტის უახლესი გამოჩენა

სემ სმიტი ლონდონის ქუჩებს ექსტრავაგანტური ჩაცმულობით იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები