LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

187
არჩილ გორდულაძე

„გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძის თქმით, „რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი“.

„გარკვეულმა პირებმა და არ გაგვიკვირდება, რომ პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამავდროულად საზოგადოების გაღიზიანებისთვის, განსაკუთრებით, ძალიან პატივსაცემ პირთა წრის, პედაგოგების შეცდომაში შესაყვანად ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ნებისმიერ პირს“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g