LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ფავლენიშვილი: ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე – ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს

140
ირაკლი ფავლენიშვილი

ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს არ შეხებოდა ის პრობლემები, რაც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის გამო. ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს არ შეხებოდა ის პრობლემები, რაც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის გამო. ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს, არამედ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს მხარს უბამენ. აი, ეს არის მთავარი. ამიტომ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის იმას ვცდილობდით, რომ ეს არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილის ბანდის წევრებს შეხებოდა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განცხადებითვე, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

„ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის გუნდის ცილისწამება და ჭორი, რომელიც იქითა მხარეს არის. აქეთა მხარეს არის კონკრეტული ფაქტები, როგორ ვმუშაობთ დასავლელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეს ყველაფერი არ შეეხოს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g