LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატა ხვედელიანი: ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ

111
ტატა ახვლედიანი გიორგი გახარია

გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ – ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ტატა ხვედელიანი გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

მისი თქმით, ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება და „ქართული ოცნება“ მზადაა ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი, გიორგი გახარია.

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

გენერალურმა პროკურორის განცხადებით, საქმე ეხება 2019 წლის 20 -21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს.

„ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. ვნახავთ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნება წამოსული გიორგი გახარიას მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც ქმნის „ოცნება“. ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს.

ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, როგორ იცავდნენ და როგორ ამაყობდნენ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯებით სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. შემდეგ აღარ დასჭირდათ, დისკომფორტი შეექმნათ გახარიასგან. დღესდღეობით ერთადერთი, ვინც ებრძვის „ოცნებას“, არის გიორგი გახარია და მისი გუნდი მაშინ, როდესაც „ოცნება“ იყენებს „ნაცებს“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g