LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში“ – ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე

113
ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე

ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე: „მისი მდგომარეობა სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა“

„პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და“, – ამბობს „ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რი

როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ეს ფაქტი „აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა“.

„ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა”, კლინიკიდან გამოწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g