LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჩემი მეგობარია, რაც უნდა გამოხტეს და ილაპარაკოს, რომ მე ბავშვები მივატოვე…“ – გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ოჯახის დანგრევაზე და შვილებზე

743
e643d911-cd34-4db3-b2a2-721d6b34f14a

პრაიმტაიმი“ გვიზიარებს ვიდეოს, სადაც გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასოევა საუბრობს იმის შესახებ, რომ თავადაც ასრულებს დედის მოვალეობებს და მხოლოდ გიორგი არ არის ჩართული ბავშვების აღზრდაში:

„ოჯახის დანგრევამ ძალიან დიდი ზეგავლენა და სტრესი მოახდინა ჩემზე. რაღაც პერიოდი დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი და რესტარტი გამეკეთებინა. ჩემი ინიციატივით, არც გიორგის ინიციატივით ეს არ მომხდარა, დამძიმდა ენერგია. და როგოც ბომბი, ისე აფეთქდა. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა ნახევარი წლის წინ, დავლაგდი, ახლაც პროცესს გავდივარ. შემიძლია ვთქვა, რომ უკეთ ვარ ბევრად, ვიდრე ვიყავი. ძალიან ბევრი პრობლემა, მძიმე სიტუაცია გამოვიარე, ახლა უფრო გაძლიერებულად და უფრო მხნედ დავბრუნდი. ყველაფერი რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, ნათქვამია.

ყველამ კარგად იცის, რომ ბავშვები ერთი წამითაც არ მიმიტოვებია, ეს არის აბსურდი. ისედაც ნათელია ყველაფერი და არავის პასუხს არ გავცემ. თავიდან, როცა მე და გიორგი დავშორდით, სახლი არ მქონდა, ახლა უკვე მაქვს, მამაჩემის ბინაში ვცხოვრობ. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი არიან როგორც ჩემთან, ასევე გიორგისთან. ხუთ წელიწადში ერთხელ შეიძლება დაგიდგეს ისეთი პერიოდი, როცა სახლი არ გაქვს, კარი, მერჩივნა, მამასთან ყოფილიყვნენ სახლში, მე დღიურ სახლებში ვიყავი, დაქალებთან ერთად და შვილებს ვერ ვატარებდი თან. მინდა, შვილები მაქსიმალურ კომფორტში იყვნენ და არ გამიარონ ის, რაც მე გამოვიარე. ჩემთან როგორც არიან, ისე არიან გიორგისთან. გიორგისთან რომ აღარ ვცხოვრობ, ის ფიქრობს, რომ მე ბავშვები მივატოვე, რაც ასე არ არის. ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჩემი მეგობარია, რაც უნდა ქნას, როგორც უნდა გადაწყვიტოს, როცა უნდა გამოხტეს და ილაპარაკოს, რომ მე ბავშვები მივატოვე, ძალიან ბევრი მოწმეა იმის, რომ ასე არ არის… მე გიორგის გვერდით ვარ, როცა რამე სჭირდება, გინდა კლინიკაში იყოს და გინდა სხვაგან… თუმცა გიორგის ვერ დავუკარგავ, მას ძალიან ბევრი აქვს ჩემთვის გაკეთებული. გიორგის მშობლები ტოპადამიანები არიან და ამას ვერ დავუკარგავ… ზურასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ასევე შემიძლია ვთქვა ლელაზე, როცა მიჭირდა, მაშინაც გვერდში მედგნენ და ნებისმიერ მომენტში, მართლა კარგი ხალხია… პირად ცხოვრებაში არანაირი სიახლე არ მაქვს, მარტო ვარ და მომწონს ასე ცხოვრება… ჩემს თავს ვუვლი და უფრო მეტი განვითარება მაქვს ჩემს საქმეებში, არ მინდა არაფერი ახალი… ბავშვები და მორჩა…“

გიორგი ყიფშიძე: „თეატრში მითხრეს, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო, მაგრამ ვითხოვე და გამიშვეს დეკრეტში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g