პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა და დაამარცხა, ქალებს ჯანმრთელობის ხშირად შემოწმებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მას გარეგნულად არ ეტყობოდა, თუმცა ვერაგი დაავადება აღმოაჩნდა, რომელსაც საბედნიეროდ სძლია.
„აქ უკვე მესამე სტადიის სიმსივნე მაქვს, მალე დამიდასტურებენ. არაფერზე არ მეტყობა – არც გარეგნულად, და ენერგიით ხომ წამით არ ვარ ოდნავადაც ცუდად.
გთხოვთ, გოგოებო, არ დაიზაროთ შემოწმება წელიწადში ორჯერ, საკუთარ თავზე წინ არაფერი დააყენოთ – არც სამსახური და არც არანაირი მოვალეობა!
ისე, ასეთი სახით ახლა არ დავდივარ, ასე ხშირად რომ ვარ ცუდად და მაშინ რა გამწარებული ვიყავით, და ახლაც როგორი მძიმე პერიოდია შინ და გარეთ“, – წერს ხათუნა სამნიძე.
