ამერიკულმა კომპანიამ – Funko, რომელიც პოპ კულტურის საკოლექციო ნივთებს აწარმოებს, თაყვანისმცემლებს მორიგი სიახლე შესთავაზა.
საქმე ისაა, რომ კომპანიამ საბრინა კარპენტერის ფიგურა წარადგინა, რომლის ღირებულება £12.99-ია.
აღსანიშნავია, რომ ეს მომღერლის მეორე ფიგურაა, რომელიც Funko-მ Pop! ხაზში გამოუშვა.
ახალი სათამაშოს ინსპირაციად არტისტის ვიზული სიმღერის – Manchild კლიპიდან იქცა.
ცნობისთვის Funko 1998 წლიდან ამერიკული პოპ კულტურის ცხოვრების სტილის ლიდერი ბრენდია. ის პოპ კულტურასთან კავშირს პროდუქციის ხაზით უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს ვინილის ფიგურებს, სამოქმედო სათამაშოებს, რბილ სათამაშოებს, ტანსაცმელს, სამაგიდო თამაშებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, NFT-ებსა და აქსესუარებს. Funko-მ Pop! ხაზი 2010 წელს შექმნა. კოლექციის ფიგურები იდეალურ მატებას წარმოადგენს მუსიკალური კოლექციისთვის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვინილის ფირფიტებთან, CD დისკებთან და კასეტებთან ერთად იქონიონ საყვარელი შემსრულებლის მინიატურული ვერსია. Funko Pop! ისეთი ბენდებისა და შემსრულებლების საკოლექციო ფიგურებს აერთიანებს, როგორებიცაა: ,,ქუინი”, ,,ბითლზი”, ელვის პრესლი, მაიკლ ჯექსონი, ჯასტინ ბიბერი და მრავალი სხვა.