ახალგაზრდა მუსიკოსი, ნიკა კუბლაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიამ მიმდინარე ზაფხულში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მუსიკალური ვიდეოებით გაიცნო და შეიყვარა, ერთგულ მსმენელს სხვადასხვა ქართული ჰიტის შესრულებით ანებივრებს.
ნიკა კუბლაშვილმა ახლახან „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ის მღერის რუსუდან სებისკვერაძის სიმღერას „კიდევაც დაიზრდებიან“, რომელიც გოგი დოლიძის შესრულებით ჰიტად იქცა.
„ნამდვილად – „კიდევაც დაიზრდებიან“… შენ ხარ ამის შესანიშნავი მაგალითი“, „ოქროს ტკბილხმიანი ბიჭი“, „საოცარი ხმა გაქვს“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
