LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე ხმამაღლა არ მისაუბრია, ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს ამ თემას“ – ბარბარა სამხარაძის ემოციური პოსტი

188
ბარბარა სამხარაძე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე 10 წლის წინ მომხდარ ამბავს სოციალურ ქსელში იხსენებს.

„ნიჭიერის“ გამარჯვებული წერს, რომ 10 წლის წინ ბებიას გარდაცვალებით, ბავშვობის პირველი სიმი გაწყდა,

„10 წლის წინ, ,,ნიჭიერის’’ ლაივამდე 2 კვირით ადრე, დღევანდელ დღეს ჩემი ბებო გარდაიცვალა.

მაშინ ჩაწყდა პირველად ჩემი ბავშვობის სიმი.

ამაზე ხმამაღლა არ მისაუბრია, ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს ამ თემას, ოჯახშიც ვერიდებით საუბარს.
გააზრებულად მტკივა და გაუაზრებლად მაკლია.

მე ის ადამიანი ვარ, ვისაც უბრალოდ დამთხვევების არ სჯერა, მგონია სადღაც ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და დაგეგმილი.

10 წლის წინ ჩემი ბავშვობის პირველი სიმი ჩაწყდა, დღეს კი სხვა უფრო ძლიერმა სიმებმა დაიწყო ხმაური.

ჩემი მეოთხე სიმღერა გამოვუშვი.

და თუ სადმე ბებია-ბაბუების სამოთხე არსებობს, იმედია იქიდან მაინც მისმენენ“, – წერს ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g