LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე: „როდესაც საშინელ ცილს დაგწამებენ, აბა, მოსინჯეთ და ილოცეთ ამ ადამიანისათვის, ოღონდ გულწრფელად, ქრისტეს სიყვარულისათვის, ნახეთ რამხელა მადლს მიიღებთ“

121
Screenshot 2025-11-23 163805

მამა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებისას ისაუბრა თემაზე, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებით მწვავედ ისმის – როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაშინ, როცა უსამართლოდ ცილს სწამებენ.

სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ცილისწამების პირობებში ყველაზე დიდი გამარჯვება არის ლოცვა იმ ადამიანისთვის, ვინც ტკივილი მიაყენა.

„მე გეტყვით ერთ საიდუმლოებას: როდესაც საშინელ ცილს დაგწამებენ, ისეთს, რომ არც დაგსიზმრებია… აბა, მოსინჯეთ და ილოცეთ ამ ადამიანისათვის, ოღონდ გულწრფელად, ქრისტეს სიყვარულისათვის, ნახეთ რამხელა მადლს მიიღებთ, რამხელა სიხარულს მიიღებთ, გაოცდებით, რომ ასეთი რამის მერე, ლოცვაზე რომ დადგებით, ან წირვაზე რომ მოხვალ, ან მეორე დღე რომ გათენდება, რაღაც გიხარია, რაღაც კარგად ხარ სულიერად, ლოცვის ყველა სიტყვა გულიდან ამოდის, მადლის განცდა გაქვს და ფიქრობ, – რატომ?!

– იმიტომ, რომ ქრისტეს უერთგულე, როცა შენს თავლაფდამსხმელ ადამიანს, ცილისმწამებელს, მოძულეს, ეშმაკეულს და შეპყრობილს, შენი განადგურება რომ უნდა, შენ მასზე ზრუნავ, ღვთის წინაშე, იმ ადამიანს, შენზე გაუგებრად გაბოროტებულს, ისე, რომ მან არ იცის – შენი სახით მლოცველი ყავს ზეციური მამის წინაშე, და ამით, ემსგავსები რა ღმერთს, ღმერთი თავის სულს გაძლევს, რომელიც გახარებს, რომელიც გაბედნიერებს…“ ,- აღნიშნავს მამა თეოდორე გიგნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g