LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში“

138
ირაკლი კობახიძე (1)

„ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა ონლაინ მედიების უცხოური ფონდებიდან დაფინანსებაზე „იმედის კვირის“ რეპორტაჟს შეეხებოდა.

კობახიძის განცხადებით, უცხოური წყაროდან დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას:

„ეს კოორდინირებული სქემა, პრინციპში, ხელის გულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა ამასთან დაკავშირებით. ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება.

ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა – 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ვხედავდით არაერთ ფაქტს, გასული წლებში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები, ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g