LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბედნიერება თქვენი ცხოვრების სავალ გზაზე“ – მორიგი ანშლაგი და მოულოდნელი ხელის თხოვნა ნატო გელაშვილისა და „ჭოხოების“ კონცერტზე

529
ნატო და ჭოხოები

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა კონცერტი გამართეს.

ყველასათვის საყვარელი დედისა და შვილების კონცერტს „თეატრმა“ უმასპინძლა.

საღამო „ჭოხოებმა“ გახსნეს და ცნობილი ჰიტები იმღერეს, შემდეგ კი მათ ნატო გელაშვილი შეუერთდა.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა – ნატოსთან და „ჭოხოებთან“ ერთად საყვარელ სიმღერებს მთელი დარბაზი ერთხმად მღეროდა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე ახალგაზრდა ბიჭმა რჩეულს ხელი სთხოვა.

ხელის თხოვნა ნატომ და „ჭოხოებმა“ კომპოზიტორის უკვდავი სიმღერით „შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე“ გააფორმეს.

„ბედნიერება თქვენი ცხოვრების სავალ გზაზე“ – ასე მიმართა ნატომ წყვილს, საზოგადოებას კი ზღვა სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g