LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლის რომ მეშინოდა, ჯადოსნური სიტყვები მითხრა…და ეს ჩემი გადარჩენაა. მიყვარხარ“ – ხათუნა სამნიძის შვილი იუბილარია

150
2025-11-27_23-50-24_297937

ხათუნა სამნიძის შვილი იუბილარია.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და თავის გოგონას დაბადების დღეს ულოცავს.

„27 ნოემბერს გაუსაძლისი სამშობიარო ტკივილებისას, ექიმმა გულისცემას მოუსმინა და გოგოაო მითხრა (სქესი დაბადებამდე არ ვიცოდი, ასე გადავწყვიტე:) გაკვირვებულმა ვიკითხე, რა იცითთქო. გერმანელმა ექიმმა (მაგდებურგში დაიბადა სალო, მე სტუდენტი ვიყავი) მიპასუხა, გამბედავია, უშიშრად უცემს გული და ეს მუცელში გოგოებს ახასიათებთო იცოდით?.

და მართლაც დაიბადა გოგო (ბევრმა ნიძლავი წააგო, მამამისმაც:)) და უცებვე დავარქვით სალომე. კი, უშიშარიცაა და გამბედავიც და ჯიუტიც და გაუსაძლისიც, თუ რამის გაკეთება არ უნდა.

ახლა რთული პერიოდი მოუწია, ასე ავად როცაა დედა, ვხვდები, როგორ უნდა უჭირდეს… მაგრამ ოპერაციების შემდეგ, სიცოცხლის რომ მეშინოდა, ჯადოსნური სიტყვები მითხრა და მას შემდეგ, მომავალზე ვფიქრობ – და ეს ჩემი გადარჩენაა.

სულ ვფიქრობ, რა საჭიროა ეს ფბ პოსტები, მას ხომ შემიძლია ვუთხრა ეს ყველაფერი და მოვესიყვარულო:)) არაა, არაა ეს ასე მარტივი, სხვანაირი თაობაა, იციან თქმის გარეშეც, მაგრამ მე მინდა ვუთხრა ყოველ წამს… არ გამოდის, ბუნებრივია, ჰოდა ამ შანსს გავუშვებდი?. მიყვარს ჯიუტი სალო“, – წერს ხათუნა სამნიძე.

„ამ რვეულში ჩემი ხელით ჩამოვწერე თითოეული თქვენგანი, ყველა, ვინც შესაძლებელი გახადეთ – რომ დღეს გავფრინდე, ბრძოლა გავაგრძელო და გამარჯვება თქვენთან ერთად აღვნიშნო“ – ხათუნა სამნიძე

„მადლობა, ძალიან დიდი მადლობა…ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა, მთელი აღდგომის ღამე სასწაულების იმედით გავატარე…როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?“ – ხათუნა სამნიძე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

„მიჭირს, მაგრამ გწერთ… მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს…“ – ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g