არიანა გრანდეს, რომელიც ფილმში Wicked: Enchantress შესრულებული როლის შემდეგ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა, მოდის სახლმა „ჟივენშიმ“ კაბა შესთავაზა, რომელიც საქორწილო კაბად იყო წარმოდგენილი Haute Couture-ის 1995 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში.
არიანამ ის ფილმის პრეს-ტურნეს ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ჩაიცვა. ეს კაბა ლეგენდარული მოდის დიზაინერის, „იუბერ დე ჟივენშის“, ბოლო ნამუშევრად ითვლება, ის პარიზის „გრანდ სასტუმროში“ დიზაინერის ბოლო ჩვენების დასკვნით ლუქად იყო წარმოდგენილი. იუბერ დე ჟივენშიმ თავისი ბოლო კოლექცია თავის სახელოსნოს მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ ჟივენში ისეთი ლეგენდების მეგობარი და დიზაინერი იყო, როგორიც ოდრი ჰეპბერნია, ხოლო პენსიაზე გასვლის შემდეგ ის პარიზის მახლობლად მდებარე ისტორიულ ნაგებობაში, შატო ჟონშეტში ცხოვრობდა. დიზაინერი 2018 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არიანა გრანდე 1952 წლის შავი კაბით ლონდონურ პრემიერაზე


