LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბრის რომელ რიცხვებშია მოსალოდნელი კოსმიური „ჭექა-ქუხილი“ და რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი: „დეკემბრის დასაწყისში რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოთ, რათა დეკემბრის მესამე დეკადაში წარმატებას მიაღწიოთ…“

786
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელმა ჟურნალ „თბილისელების“ (1-ლი დეკემბრის ნომერი) მკითხველს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2025 წლის ბოლო თვე.

„კოსმიური გავლენა დედამიწის ბიოსფეროზე 3 დეკემბრამდე შედარებით ჰარმონიულია, მზე მშვილდოსნის ნიშანში იქნება. 12 დეკემბერს კი პლანეტა მერკური შემოვა. 15 დეკემბერს პლანეტა მარსი თხის რქის ზოდიაქოში შევა, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში დადებით ნაკადად გამოვლინდება და პრობლემების უფრო კონსტრუქციულად გადაჭრას შეუწყობს ხელს, 4-დან 22 დეკემბრამდე პერიოდში, მაშინ, როცა მოსალოდნელია კოსმიური „ჭექა-ქუხილი“. თხის რქის ზოდიაქოში მდებარე პლანეტა მარსი ბევრ ადამიანს დაეხმარება, გათავისუფლდეს ძველი ვალდებულებებისგან, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერას და წარმატებას, ასევე განსაზღვრავს ახალი შემოქმედებითი გაერთიანებების შექმნას, კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზე. სწორედ ამიტომ, დეკემბრის დასაწყისში რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოთ, რათა დეკემბრის მესამე დეკადაში წარმატებას მიაღწიოთ.

ამ პერიოდში, 4-დან 22 დეკემბრამდე გართულდება მოლაპარაკება და კონფლიქტების მოგვარება, როგორც პირად და საქმიან ურთიერთობებშ, ასევე ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ადრე დაწყებული მოლაპარაკება დაიბლოკება ან გადაიდება განუსაზღვრელი ვადით. ამიტომ უნდა გავთვალოთ ყველა დეტალი და ვიყოთ ფრთხილი და წინდახედული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები