LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ჭამდა მარხვაში ლობიოს მამა გაბრიელი – რას გვიყვება მამა ლუკა სუპატაშვილი

1121
2025-12-03_03-09-07_469424

შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და მას მორწმუნე მრევლი – 6 იანვრის ჩათვლით ინახავს.

მარხვის მნიშვნელობაზე, „ზმნას“ მკითხველს, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა.

ის ამბობს, რომ მამა გაბრიელი, რომელსაც ლობიო ძალიან უყვარდა, ამ პერიოდში მას არ მიირთმევდა.

„ძველად ღირსებად ითვლებოდა, რომ სუფრასთან არ გაძღებოდი და არ დათვრებოდი. თრობა სირცხვილი იყო. კარგ მსმელად ითვლებოდა ის, ვინც ზედმეტი ბარბაცის და აყალმაყალის გარეშე ადგებოდა სუფრიდან და საცივში არ ჩაყოფდა თავს.

ორგანიზმი რომ ღირსეულ მდგომარეობაში დააბრუნო, მას თავშეკავებული ცხოვრება რომ შეეძლოს და არა მსუნაგობა, ამას მთლიანად თვისებების შეცვლა სჭირდება.

სწორად შეარჩიეთ, რას მიირთმევთ და იმაშიც ზომიერება დაიცავით. მაგალითად, მამა გაბრიელი მარხვაში ლობიოს არ ჭამდა. ამ დროს მშვენიერი სამარხვო საჭმელია და გვიყვარს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა ლობიო. მარხვაში თავისი თავისთვის თავისუფლება რომ არ მიეცა და სხეულის აღვირი მოჭიმული ჰქონოდა, ამიტომ არ იღებდა ლობიოს.

აი, ასეთი მიდგომა უნდა მარხვას. თავი უნდა შევიკავოთ. თუ ჭამის მოყვარე ვიქენი და ცოდვა – ნაყროვანება არ შევიჩერე, ეს მარხვა არ არის“, – ამბობს მამა ლუკა სუპატაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g