LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 დეკემბერს სელფი მობაილი გრანდიოზულ ფულად პრიზებს გაათამაშებს

505
სელფი მობაილი

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს სელფი მობაილმა აბონენტებისთვის მასშტაბური წამახალისებელი გათამაშება დაიწყო – მომხმარებლებს, ახალი წლის დადგომამდე, ბილეთების დაგროვებით, სოლიდური პრიზების მოგება შეუძლიათ 350 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდიდან.

„ფორტუნა“, მიმდინარე გათამაშების შესაფასებლად, სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სოფო ბალავაძეს ესაუბრა:

– სელფი მობაილის გათამაშების მიზანი, რა თქმა უნდა, საახალწლო განწყობის ამაღლება, მომხმარებლის გახარება და მისთვის ახალი გამოცდილების შეძენაა. ამ დროისთვის უკვე 15 ადამიანი დავასაჩუქრეთ 5000-5000 ლარით. გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები არიან. საოცარია მათი გათამაშებაში მონაწილეობის ისტორიები, ზოგს მხოლოდ ორი ბილეთი აღმოაჩნდა გათამაშებაში მონაწილეობისთვის, ზოგი მათდა უნებურად, შვილიშვილების მიერ შევსებული ბალანსის წყალობით მოხვდა გათამაშებაში, ზოგმა ჩვენი დახმარებით პირველად მოიგო ცხოვრებაში და ა.შ.

– სოფო, შეგვახსენეთ გათამაშებაში მონაწილეობის პირობები.

– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ გათამაშებაში ჩართვა არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას – აბონენტს შეუძლია დაადასტუროს მონაწილეობა ერთ-ერთი გზით:

  • აკრიფოს USSD კოდი *2525#
  • ჩაერთოს MyCellfie აპლიკაციით
  • დარეკოს სელფის სატელეფონო ცენტრში – 110101

ბილეთი ირიცხება ყოველ ჯერზე, როდესაც აბონენტი შეავსებს ბალანსს 5 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი ივსება სელფის აპლიკაციით MyCellfie App, ბილეთების რაოდენობა ორმაგდება.

აღსანიშნავია, რომ პორტირებული აბონენტები ავტომატურად ერთვებიან გათამაშებაში და საჩუქრად იღებენ 5 ბილეთს.

გათამაშება ტარდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და სელფი მობაილის Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში, ყოველ კვირა დღეს, 11:00 საათზე. გამარჯვებულები ლოტოტრონის დახმარებით, შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან.

– ფინალური გათამაშება კი 28 დეკემბერს შედგება.

– დიახ, 28 დეკმბერს იქნება გრანდიოზული გათამაშება, თუმცა მანამდე, ყოველ კვირას, კიდევ 15 გამარჯვებული გამოვლინდება და თითოეულს პრიზად 5000 ლარი ერგება. ფინალური ეთერის პრიზები, ცხადია, უფრო სოლიდურია. გათამაშდება:

  • 3 პრიზი – 10 000 ლარი
  • 1 პრიზი – 20 000 ლარი
  • 1 პრიზი – 50 000ლარი
  • მთავარი პრიზი – 100 000 ლარი

აქვე აღვნიშნავ, მომხმარებლებისთვის, გათამაშების გარდა, საახალწლოდ აუცილებლად გვექნება სხვა სპეციალური შეთავაზებებიც, რომელთა შესახებაც ეტაპობრივად გამცნობთ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g